LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა საქართველოში უკვე შესაძლებელია

413
17522606_1634908783191595_1722738547581392965_n

სადაზღვევო კომპანია ირაო, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია Circles Group – სა და საბროკერო კომპანია „მაი ჯორჯიასთან“ ერთად საქართველოში სრულიად ახალი პროდუქტის, ხელოვნების ნიმუშების დაზღვევას ნერგავს.

პროდუქტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული და აქტიურად გამოყენებადი დაზღვევის ტიპია. დღეიდან კი პროდუქტის შეძენა შეეძლებათ საქართველოში მოქმედ კერძო, თუ კორპორატიულ კოლექციონერებს, გალერეებს და მუზეუმებსაც.

პროდუქტის პრეზენტაცია კომპანია „ირაოსა“ და „მაი ჯორჯიას“ ორგანიზებით, Tbilisi art fare -ის ფარგლებში 18 მაისს 18:00 საათზე „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე, ორანჟერეაში გაიმართება. პრეზენტაციას გაუძღვება ბელგიური კომპანია Circles Group- ის ხელოვნების ნიმუშების დაზღვევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვენდოლინ გროლიგი. პრეზენტაცია ჩატარდება ორ ეტაპად – პროდუქტის გაცნობა და პირისპირ შეხვედრები, რაც გულისხმობს რომ თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება ინდივიდუალურად გაესაუბროს ქალბატონ გვენდოლინ გროლიგს და განიხილოს კონკრეტულად მათთვის საინტერესო საკითხები. პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან ქვეყანაში არსებული კერძო თუ კორპორატიული კოლექციონერები, გალერეებისა და მუზეუმების ხელმძღვანელები.

Circles Group ბელგიური კომპანიაა, რომელიც 25 წელია ბაზარზეა და 50-მდე ქვეყანაში ფუნქციონირებს. სწორედ ამ კომპანიის, „ირაოსა“ და „მაი ჯორჯიას“ თანამშრომლობით დღეს საქართველოში შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების დაზღვევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები