LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების პოლიტიკურ წვალებას გავაგრძელებთ – მმართველი გუნდი გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა

165
77115246-655655844965957-3041616871758495744-n

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობისა და შვიდსაათიანი საერთო შეხვედრის მიუხედავად, მმართველი გუნდი ოპოზიციას ე.წ. გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა. შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადეს.

“ურყევ პოზიციაზე ვართ რომ ე.წ. გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია, ამაზე დებატები ვეღარ გაიმართება,” – განაცხადა შეხვედრი შემდეგ იუსტიციის მინისტრმა , თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ოპოზიციამ ვერ წარადგინა ვერანაირი არგუმენტი იმისა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია.

რაც შეეხება შეხვედრის მონაწილეების შერჩევას, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანია მტკიცებით, მოძრაობა #სირცხვილიას შეხვედრაში მონაწილეობის იდეა მათ არ დაუბლოკავთ. მათი თქმით, ამის საშუალებაც არ ჰქონიათ, რადგან შეხვედრის ინიცაიტორები თავად არ ყოფილან.

უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ პროტესტს განაგრძობენ.

“ხელისუფლება იმსახურებს პოლიტიკურ წვალებას,პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც დაპირდა ივანიშვილი და მისი გუნდი „გავრილოვის ღამის“ და დაღვრილი სისხლის შემდეგ,” – აცხადებს ბოკერია.

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ბოკერია ამბობს, რომ ბევრი ვარიანტის შეთავაზების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან პასუხი არის დუმილი.

“რადგან პასუხი არ აქვთ, ამიტომ იწვალონ, სანამ მათი უფროსი გონს არ მოეგება და მერე, მისი გონს მოგების შედეგად, აქ შესრულდება პირობა საზოგადების წინაშე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, “შენების მოძრაობის” ლიდერის პოზიციას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის შეთავაზებული გერმანული მოდელი კიდევ ერთხელ დაიწუნა, დიალოგი გაგრძელდება და სულ მცირე, ერთი შეხვედრა მაინც ჩატარდება.

სასტუმრო ბილტმორში ქართული ოცნების შეხვედრა ოპოზიციასთან და დიპლომატიურ კორპუსთან დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

შეხვედრას ოპოზიცისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები; ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი და ირაკლი კობახიძე ესწრებიან. მმართველმა გუნდმა შეხვედრაზე არ მიიწვია სამოქალაქო მოძრაობები.

პოპულალურები