LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან კავშირზე დამაბნეველია” – დეგნანი “ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე

40
კელი დეგნანი

ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან [ოცნებიდან წასულ დეპუტატებთან] კავშირზე, დამაბნეველია,- აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვრცელდება ბევრი დეზინფორმაცია და ისმის მესიჯები, რომელიც გარკვეულწილად ანტიამერიკულ კამპანიას ეთანხმება.

“არ მსურს კომენტარი გავაკეთო საქართველოს შიდა პოლიტიკურ თემებზე, ამას ხალხი ისედაც ხედავს. თუმცა ხელისუფლების დამოკიდებულება მათთან[ოცნებიდან წასულ დეპუტატებთან] კავშირზე, დამაბნეველია. გვესმის მესიჯები, რომელიც გარკვეულწილად ანტიამერიკულ კამპანიას ეთანხმება. მეორეს მხრივ პრემიერ-მინისტრი და სხვები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე ყოველთვის მინდა ვისაუბრო ფაქტებით, ვიცით, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად ეხმარება საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ეკონომიკაში, სუვერენიტეტსა და დემოკრატიაში. ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ეს თანამშრომლობა გავაგრძელოთ”, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ხუთმა დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით კაჭარავამ, დაჩი ბერაიამ და ზაალ მიქელაძემ დატოვეს.

ცნობილია, რომ მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები მოძრაობა “ხალხის ძალას” შეურთდნენ.

 

ამავე თემაზე:

კობახიძე: ღირებულებით ნაწილში “ქართულ ოცნებასა” და “ხალხის ძალას” შორის არსებითი განსხვავება არ არის

„ქართული ოცნებისგან“ განდგომილი არანაირი 9 დეპუტატი არ არსებობს, არსებობს აღზევებული 9 დეპუტატი, რომლებსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია – უსუფაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები