LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების ცვლილების გასაღები ჩვენ გვაქვსო, თუ გასაღები გაქვს რატომ ვერ აღებ? კლიტეს ვერ არგებ? იძახოს ენმ-მ, რომ ვინმეს დაიჭერს და კარგი „ჩიტი“ აქვს დაჭერილი უკვე 11 წელია – ელისაშვილი 

119
ფორტუნა - 2023-06-13T111029.506

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნება“, მისი აგრესიული ფრთა“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში „თავისუფალ ბაზარი“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლება არ იცვლება, რადგან მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ რევანშზე საუბრობს.

„ამ ხელისუფლებას ვერ ვცვლით, რადგან რესურსები და ტელევიზიები ვის ხელშიცაა ის პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს მარტო რევანშზე, მარტო იმაზე, რომ „მოვალთ და დაგიჭერთ“. იძახოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ვინმეს დაიჭერს და კარგი „ჩიტი“ აქვს დაჭერილი უკვე 11 წელია. ხელისუფლების ცვლილების გასაღები ჩვენ გვაქვსო, თუ გასაღები გაქვს რატომ ვერ აღებ? კლიტეს ვერ არგებ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის არც ერთ ლიდერს არ აქვს „ცვლილების შნო“.

„ასეთ ლიდერს რომ ვხედავდე, ვიტყოდი, შენ გაგიმარჯოს – მეთქი. თუ ენდომებოდა, გვერდში დავუდგებოდი, თუ არადა – არა. ეროვნული ამოცანაა, რომ პოლიტიკური ცვლილება მოხდეს, არჩევნების გზით და მშვიდობიანად.“– აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა და დასძინა, რომ მთავარია ხალხს დაანახვონ, რომ ცვლილებები შეუძლიათ და ამასთან, აუხსნან, რომ თუ რა იქნება ცვლილებების შემდეგ.

„ქართული ოცნება“ წავა და ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე ხომ არ უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ წავა და მერე ჩვენ აქ გაუგებარი აჯაფსანდალი გვექნება, რისთვის მოვალთ არ ვიცით. მე რაც არ მომწონს ოპოზიციის და ოპოზიციური ტელევიზიების პროპაგანდის არის ჩიჩინი იმაზე, რომ ოღონდ „ოცნება“ წავიდეს და მერე  ყველაფერი კარგად იქნება. რა პრობლემები გვაქვს და რა და როგორ უნდა შევცვალოთ? ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“. – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები