საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაzარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს არის სრული სიმართლე, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. დღეს არის ეს სიტუაცია, მაგრამ ვიმეორებ ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, და ის დაიწყება როგორც კი „ქართულ ოცნებას“ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან”.

ხაზარაძის შეფასებით, მინისტრების ნებისმიერი განცხადება, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პროექტს, არის ტყუილი. “ის ქმედებები და მიზანმიმართული თავდასხმა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ანაკლიის პროექტის მიმართულებით, თვალნათლივ ცხადყოფს მათ განწყობას, რომ ისინი მოწადინებული არ არიან, ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05