LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა – უგულავა

146
ugulava210654_b9a23

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აპირებს, მოსამართლესთან მოყვეს ყველა დეტალი, რომელიც მისი თქმით ხელიუსუფლებას ამხელს.

უგულავა აპირებს გამოკითხვაზე მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს, რადგან ხელისუფლება გამოძიების გაყალბებას ცდილობს. 

„იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ, რომ თურმე დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო და რომ თურმე სპეცრაზმელები მოქმედებნენ თვითდინებით, გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და მათ არანაირი ბრძანება არ ჰქონიათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სიმართლე ითქვას. ამიტომ ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა. ახლანდელი გამოძიების იმედი არ მაქვს. ამიტომ, ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ხელისუფლებას ამხელს – ხელისუფლებამ პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და მოლაპარაკების ნაცვლად, ადამიანებს დათვის ტყვიები დაუშინა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, მაგისტრი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეა, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე და მაგისტრატი მოსამართლე სამოქალაქო საქმეებს ერთპიროვნულად განიხილავენ.

თბილისში უკვე ორი კვირაა ანტისაოკუპაციო აქციები #სირცხვილია მიმდინარეობს. პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ გამოიწვია. ამის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები 20 ივნისსსპეცრაზმმა დაარბია, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა. აქციის დარბევის გამო, ახლა საზოგადოების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს.

ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები: აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები