LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს გურიაში ხანძრის ლიკვიდაცია – არჩილ თალაკვაძე

138
BeFunky-collage (1)

გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში გაჩენულ ხანძარს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია.

ხანძარი გურიაში - სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის

ამ წუთებში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

“იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი.

შესაბამის სამსახურებთან ერთად, მე და ნინო წილოსანი ჩართულები ვართ სტიქიის წინააღმდეგ კოორდინაციაში.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. დილიდან, სამუშაოებში საჭიროებისამებრ ჩაერთვება ვერტმფრენიც.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები