LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლება სულ უფრო უარესად იქცევა… ზიანდება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი” – გია ნოდია

108
გია (1)

საქართველოს საერთაშორისო რეიტინგი გაუარესდა – კრიტიკული შეფასებები გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. “ფრიდომ ჰაუსი” ყოველწიურ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში სიტუაცია განსაკუთრებით გაართულა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ და გიგი უგულავას დაპატიმრებამ. ანგარიშში ნახსენებია ასევე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი და სხვა პოლიტიკური პროცესები. მმართველ გუნდში ანგარიში არ მოეწონათ და უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა სოფიო კილაძემ ისიც კი თქვა, რომ “ფრიდომ ჰაუსის” ობიექტურობა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს.

რადიო “ფორტუნას” დღის თემაში პოლიტოლოგმა გია ნოდიამ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა შეაფასა.

კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2016 წელის კვლევაში საქართველოს 57 ქულა აქვს და 44-ე ადგილზეა 176 ქვეყანას შორის. 2016 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიასა და ახალ ზელანდიაში (90 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი – სომალიში (10 ქულა). საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური […]

ბატონო გია, უკვე ვნახეთ ხელისუფლების გამოხმაურებები ამ მწვავე ანგარიშზე, რამდენად ადეკვატური იყო მმართველი გუნდის შეფასებები და რა გაიგეთ თავად ამ ყოველწლიური ანგარიშიდან?

– ყველა, ვისაც კრიტიკული შეფასებები აქვს, არაობიექტურად ცხადდდება ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ვხედავთ, რომ ეს კრიტიკა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უკვე ჩვეული მოვლენა გახდა. ყველა აფიქსირებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია. ეს ერთგვარი კონსესუსია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

ეს ყველაფერი სადამდე მიიყვანს ქვეყანას, რა მოჰყვება ასეთი მწვავე შეფასებებს?

– “ფრიდომ ჰაუსი” – ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა საკმაოდ გავლენიანია, ამიტომ მოქმედებს მისი დასკვნა ქვეყნის იმიჯზე. ოფიციალურ მთავრობებს რაც შეეხება, აშშ-ს, ან დასავლეთს, ისინი ყველა სიტყვას წონიან და უფრო ფრთხილი განცხადებებით გამოირჩევიან. საქართველო საერთო ჯამში პოზიტიურად არის აღქმული საერთაშორისო პარტნიორების თვალში, თუმცა ამ მხრივ დიდი როლი აქვს სამოქალაქო აქტივობებს, ზოგადად სამოქალაქო სექტორს. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც არის ცოცხალი, აქტიური საზოგადოება. ხელისუფლება სულ უფრო უარესად იქცევა. თუმცა თუ ეს შეფასებები გაგრძელდა, უკვე მთავრობების მხრიდანაც სხვა ტიპის განცხადებები გაკეთდება.

ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებაზე როგორ აისახება ასეთი შეფასებები?

– მინდა გითხრათ, რომ უკვე აისახა. მაგალითად, თუნდაც საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმება. მე ასე პირდაპირ არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, რომ პირდაპირ და აქტიურად ჩაერია დასავლეთი შიდა პროცესებში, მაგრამ ფაქტია, რომ კონსენსუსი ამ მხრივ მიღწეულია. ეს არის რეალობა.

პოლიტოლოგმა გია ნოდიამ “ფორტუნას” ეთერში საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებისა და პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკითხზეც ისაუბრა, რასაც “ფორტუნას” მკითხველი მოგვიანებით გაეცნობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები