LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელფასი მქონდა ასაღები, ბუღალტერია წინიდან მეგონა – ოქრუაშვილმა 20 ივნისის მოვლენებზე დაკითხვისას ბევრი იხუმრა

444
ოქრო

20-21 ივნისის მოვლენებზე საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა. ოქრუაშვილმა გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა რომ საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო და გამოკითვაზეც ბევრი იხუმრა. 

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

მისი გამოკითხვაზე დაბარება, პარლამენტის წინ, გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება

„საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავით და შესაბამისად, კითხვაზე – ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები. ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას.

მკითხეს – რატომ ვაპირებდი წინიდან პარლამენტში შესვლას და ვუთხარი, რომ ბუღალტერია წინიდან მეგონა. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო,“ – განაცხადა მან.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – რას მოიმოქმედებდა თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა?

„ძალიან მარტივი პასუხია – ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ უფრო მეტი გართულება არ ყოფილიყო. შემდეგი, მეტ-ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, რომ ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება? რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სჭირდება სპეციალური ნებართვა,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ კითხვებიდან მეტი აზრიანი აღარ ყოფილა, სამაგიეროდ, იყო სხვა „სახუმარო“ ტექსტებიც.

მისივე თქმით, როცა სიტუაცია დაიძაბა პარლამენტის წინ, წინა რიგებში იდგა და ხალხს აშოშიმნებდა: 

ყველა სასაცილო გამონათქვამი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ დღეს გავრცელდა

ირაკლი ოქრუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვარდების რევოლუციაც მან დააფინანსა და არა სოროსმა, როგორც ამას ხშირად ამბობდნენ ხოლმე, სოციალურ ქსელში ხუმრობების მთელი კასკადი გამოიწვია. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო გამონათქვამებს, რომლებიც ოქრუაშვილის ბოლო პერიოდის განცხადებებს მოჰყვა.     

„თუ კარგად გინდათ ამაში გაერკვეთ, ამოიღეთ კადრები – გვერდითა მხრიდანაც და წინა მხრიდანაც ვჩანვარ წინა რიგებში და ხალხს მეტნაკლებად ვაწყნარებ,“ – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რატომ სურს, რომ საქმეზე ბიძინა ივანიშვილი გამოიკითხოს.

„ივანიშვილის გარეშე ვერავინ მიიღებდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილებას. ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ მომიტინგეები დაერბიათ,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსნებთ, ირაკლი ოქრუაშვილი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც „რუსთავი 2-ზე“ პრეტენზია გამოთქვა. თუმცა, მან განაცხადა, რომ ეს გამოკითვა ამას არ უკავშირდება, რადგან გაცილებით ადრე დაიბარეს.

ნახეთ ასევე: ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის ხუმრობებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები