LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელები შორს ქართული ბუნებისგან” – მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის აქციას ეხმაურება

190
1151068910

“ჩემი სრული სოლიდარობა ამ აქციის მონაწილეებს”, – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში გამართულ მასშტაბურ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ მთავარი ზიანი, რაც ნამახვანგჰესის მშენებლობით მიადგება გარემოს, ეს იმერეთის კლიმატის შეცვლაა, რაც დაუშვებელია.

როგორც მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული.

„ხელები შორს ქართული ბუნებისგან, საქართველოს სჭირდება კონკრეტული, გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რათა ხალხისგან არ დაცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, ვიცით, რომელი კაცის ინტერესია ჩადებული, საქართველოში ივანიშვილის ინტერესის გარეშე არც ერთი ჰესი არ შენდება. დარწმუნებული ვარ, საბოლო ჯამში ხალხი გაიმარჯვებს ამ და ყველა სხვა საკითხში, ხალხის ენერგიას წინ ვერაფერი აღუდგება“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ,დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას.

ამავე თემაზე:

“დაგვიბრუნონ ხეობა, გაუშვან აქედან თურქული კომპანია” – ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თუ “ენკა” არ გავა ნამოხვანიდან, მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას, დავაყენებთ მანქანებს, მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში – ნამოხვანელი აქტივისტი

“კომპანიას შეუძლია სრულად გაიტანოს ექსპორტზე ელექტროენერგია, საფასური კი ყოველ წელს 3%-ით გააძვიროს…ნამახვანჰესის მშენებლობა უკანონოა” – უჩა ნანუაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები