LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხდება პრობლემის გაზვიადება და თავს მოხვევა – პრემიერი პრაიდზე

133
baxtaze

“ნუ ვქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არის“ – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა ლგბტ თემის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება,  საქართველოში სრულფასოვნად დაცული.

ბახტაძის თქმით, ის, რომ რომელიმე ჯგუფს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება, ხელოვნურად თავსმოხვეული საკითხია. პრემიერი ამბობს, რომ სჯობს, საზოგადოება სიღარიბისა და ოკუპაციის პრობლემების გადაჭრაზე იყოს ორიენტირებული.

საპატრიარქოს კარის თამაშები - ბრძოლა ტრადიციების სახელით

რუსული კვალი ბოლო დღეების მოვლენათა ქრონოლოგიაში.

“აქვე მინდა გითხრათ ,როგორც რიგითმა მოქალაქემ, ჩემი შთაბეჭდილება: მე ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, უფლებები არის დაცული.

ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც არის საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული“, – თქვა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები