LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის და აწყობს „ოცნებას“

131
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის, – ამის შესახებ “ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძე აცხადებს, რომ „ვადამდელი აწყობს ოცნებას”.

„ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა.

სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს;

სცენარი 2. თუ არ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ 2024-ში “ოცნება” განწირულია არა მხოლოდ დამარცხებისთვის, არამედ სრული ჩამოშლისთვის, ამ შემთხვევაშიც საქართველო გაიმარჯვებს”, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები