LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: მოვუწოდებ კომპანიას სასწრაფოდ ჩამოხსნან ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები! ამას ჩვენი შვილები უყურებენ

137
BeFunky-collage (8)

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სარეკლამო კომპანია ალმას მოუწოდებს ჩამოხსნან ძალადობრივი ხასიათის ბანერები, რომლებზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიის მენეჯერები არიან გამოსახული.

როგორც ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, კომპანია ალმა 1994 წელს TBC ჯგუფთან ერთად დაარსდა, თუმცა მრავალი წლის წინ ისინი ამ ბიზნესიდან გამოვიდნენ.

“სარეკლამო კომპანია “ალმა თბს” 1994 წელს დავაარსეთ ბერძნულ კომპანიასთან ერთად. ალბათ გახსოვთ ჩაბნელებულ ქალაქში პირველი განათებული ავტობუსის გაჩერებები, თანამედროვე სარეკლამო დაფები, ბილბორდები და სხვა. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ბანერებსა და ბილბორდებზე ბიზნესისა და ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის მაჩვენებელი მასალა გასულიყო. მრავალი წლის წინ “თბს ჯგუფი” გამოვიდა ამ ბიზნესიდან.

დღეს ამ სარეკლამო დაფებზე ძალადობრივი და სისხლიანი სურათებია, ეს მიუღებელია! მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები! ამას ჩვენი შვილები უყურებენ. ნუ შევაჩვევთ მათ სიძულვილის ენას, ნუ გადავაქცევთ ამ არჩევნებს კიდევ უფრო დიდი დაძაბულობისა და დაპირისპირების კერად…” – წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, თბილისში ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი “არა ღალატს”.

ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წელი უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა: ირაკლი კობახიძე ბანერებზე

“არ ჩანს ჩემი აივნიდან და პატარა ზომის მომეცით, ბავშვების საძინებელში გავაკრავ” – ჯაფარიძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები