LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: ივანიშვილმა ერთხელ მითხრა, მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში ასეთი სისტემების შექმნაო

107
mamuka-bidzina

წესრიგის გამო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაძევებული მამუკა ხაზარაძე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე კვლავ დააბრუნეს.

ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ უთხრა, თუ როგორ მოახერხა “ამ არეულ ქვეყანაში” ასეთი სისტემების შექმნა.

“ეს იწვევს განცდას, რომ ეს არის პოლიტიკური შეტევა, დაკვეთილი ბატონი ივანიშვილის მიერ, რომელმაც ერთხელ მითხრა, გულწრფელად მითხრა, სხვათა შორის, რომ მე რუსეთში ვიყავი და შენ როგორ მოახერხე ამ არეულ ქვეყანაში სისტემების შექმნაო. მართალია, მან არ იცის, როგორ შეიძლება პატიოსნად, თანამედროვედ და ევროპულად ააშენო ბიზნესები, იმიტომ, რომ მას ეშლება ბიზნესი და ფულის კეთება”, — აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დაახლოებით, ერთი საათის წინ, მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება გახდა.

ხაზარაძე პროკურორს – შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?

ხმაური სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე პროცესიდან გააძევეს

“დღეს ივანიშვილის სასამართლომ უნდა გამოიტანოს განაჩენი” – აქცია-პერფორმანსი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის ფონზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები