LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე ადასტურებს, რომ პირი, რომელმაც ანრი ოხანაშვილს სცემა, “ლელოს” წევრია

213
pjimage

“ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე არის “ლელოში” გაწევრიანებული” – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ 2012- 2017 წლებში რობაქიძე „ქართული ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო. რა გახდა ყოფილი თანაპარტიელების დაპირისპირების მიზეზი, მისთვის უცნობია.

“ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული “ლელოში”. ჩვენ სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და გვექნება დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია. ჩვენ გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. როგორც ვთქვი, არ ვიცით რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც თქვა ოხანაშვილმა. ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და…” – განაცხადა ხაზარაძემ.

 

შეგახსნებთ, ბაკურიანში “ქართული ოცნების დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დეპუტატი სასტუმროში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც მისთვის უნცობმა პირმა სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს. რობაქიძე ამ ეტაპზე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვისაა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები