LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ჟორდანია: “ჩემი დიაგნოზი ბოლომდე ნინიმ იცის, მე არა…”

991
xatunajordaniaqarseladze

ხათუნა ჟორდანიამ “პრაიმშოუში” სტუმრობისას ისაუბრა თავისი უფროსი ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის შესახებ – “პირველ რიგში, დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ვარ ნინის დედა, თუმცა ბოლო 7 თვეა, როლები შევცვალეთ. ალბათ, საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინი არის ჩემთვის. მოგეხსენებათ ყველას, რომ მძიმე სენს ვებრძვი და ალბათ, დაუჯერებელია, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვიცი, რა წამლებს ვსვამ, იცის ნინიმ, არ ვიცი ბოლომდე, რა დიაგნოზი მაქვს, იცის ნინიმ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მყავს არაჩვეულებრივი ძმა, შვილები, საუკეთესო ქმარი, არაფერს ვიტყვი ჩემს მეგობრებზე, რომლებიც ყოველთვის გვერდზე მედგენენ, მაგრამ ერთ–ერთი ბედნიერებაა ადამიანისთვის, გყავდეს ისეთი მეგობრები, როგორიც მყავს მე”.

ნინი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ თავს ღმერთისგან გამორჩეულ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ხათუნას შვილია – “ალბათ, მე ვერასდროს ვიქნები ხათუსნაირი. ის არის საოცრად კეთილი. არ არსებობს ადამიანი, ვისაც მისთვის უწყენინებია და მას არ უპატიებია. საოცარი ნიჭი აქვს, რომ ყველა მის გარშემო იყოს ბედნიერი. ისეთ სიურპრიზებს მიკეთებს, რომ ვერც წარმოვიდგენდი და ვიფიქრებდი…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები