LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში ქალის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

119
dakaveba_593fa83788403

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში ქალის მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის ქმარი დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლს ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა ვ.ბ-მ მეუღლეს – 1964 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით, ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს” – აცხადებს შსს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხაშურში ქალი გუშინ მოკლეს. გარდაცვლილი  საკუთარ სახლში  ქალიშვილმა იპოვნა.

რა გახდა 60 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი

ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები