LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა – რა მოხდა კლინიკაში

371
KLINIKA (1)

რამდენიმე წუთის წინ რეგიონულმა მედიამ ხაშურში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მათი ცნობით, ხაშურის ევექსის კლინიკაში მშობიარე ქალი და ჩვილი დაიღუპა. 

ორსულობა 40 წელს ზევით - 5 პლუსი და 5 მინუსი

დღეს სულ უფრო ბევრი ქალი ხდება დედა გვიან ასაკში და ეს მისასალმებელია

40 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა საავადმყოფოში. დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუმცა წარმოიშვა პრობლემები, რის გამოც საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

მედიკოსებმა ბავშვის ნაადრევად გადმოყვანის მიზნით საკეისრო კვეთა დაიწყეს, თუმცა სამწუხაროდ ფატალური შედეგი დადგა. გარდაიცვალა ჩვილიც და დედაც“,- აცხადებენ კლინიკაში.

როგორც ადგილობრივ მედიას ადმინისტრაციაში უთხრეს, მოკვლევა უკვე დაწყებულია. რამდენიმე ექიმს კი ლიცენზია უკვე შეუჩერდა. 

რადიო “ფორტუნა” დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პოლიციაში ოფიციალურად ოჯახის მხრიდან საჩივარი არ შესულა. შესაბამისად, გამოძიებაც მომჩივანის არსებობის შემთხვევაში დაიწყება.

“ფორტუნა” კლინიკიდან ინფორმაციას ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები