LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

103
Untitled-1-1

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროექტებზე დასაქმებული ადამიანების 80 % საქართველოს მოქალაქე იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის თქმით, მიმდინარე წელს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, ხელშეკრულება გაფორმდა პირველ – ჩუმათელეთის-ხევის მონაკვეთზე, სადაც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მეოთხე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები ბოლო ეტაპზეა. ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე.

“2020 წელს დაგეგმილია ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 41 კმ-იანი ახალი ორი ზოლის მშენებლობის დასრულება, რაც ამ ორ ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისგან სრულად განტვირთავს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებზე დასაქმებულია 10 000 ადამიანი და მაგისტრალური პროექტების განვითარებასთან ერთად, ეს რიცხვი გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ისე კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები