LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაულში 65 წლის მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა

292
esesesese

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როცა მამაკაცი ყანაში იმყოფებოდა.

როგორც ხარაგაულის მერიაში “ფორტუნას” განუცხადეს, მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოასწრეს. 

წალენჯიხაში მწერის ნაკბენისგან მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცი ალერგიული იყო, რის გამოც ხუთვები დაეწყო.

მას ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნებოდა და ფატალურ შედეგს სწორედ ამას უკავშირებენ.

“სამჯერ ჰქონდა შუნტირება გაკეთებული, დიაბეტიც ჰქონია. ყანაში იყო, მაშინ როცა კრაზანამ უკბინა. ნაკბენი კისერზე აქვს, არტერიასთან,” – განუცხადეს “ფორტუნას” ხარაგაულის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოში კრაზანის ნაკბენით გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის. ნაკბენის გართულება ხარაგაულში აქამდეც დაფიქსირებულა, თუმცა მერიაში ამბობენ, რომ ამ დრომდე ფატალური შედეგი არ დამდგარა და ექიმები პაციენტების გადარჩენას ახერხებდნენ.

როდის არის საშიში კრაზანის ნაკბენი და როგორ უნდა მოვიქცეთ კბენის შემდეგ – ექიმის რჩევები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები