LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარია მესტიაში, ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული

143
BeFunky-collage - 2020-10-12T164447.095
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ დიზის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაცია “ფორტუნას” მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ცეცხლი 1 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.
ამ დროისათვის ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩართულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობა.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას”  საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან მიაწოდეს. უწყების განცხადებით, რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
“მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ ცეცხლს. ხანძრის კერა მთის ფერდობზეა. რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ამ დროისთვის, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები