ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა. შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
მომხდარის შედეგად, კორპუსში რამდენიმე საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი საწვავს მოეკიდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.