LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში – ადგილზე 7 სახანძრო მანქანა მუშაობდა

210
xanzari

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორტუნას უთხრეს, იწვოდა შენობის სახურავი.

ადგილზე მობილიზებული იყო შვიდი სახანძრო მანქანა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მე-3 საჯარო სკოლის შენობაში იყო ძლიერი დაკვამლიანება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს,”-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები