LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შემთხვევითობა იყო

714
paris

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენა შემთხვევითი იყო – ამის შესახებ ჩრდილოეთ საფრანგეთის რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტმა ვალერ პერკესმა განაცხადა.

“ეს იყო უბედური შემთხვევა და არა განზრახ ჩადენილი დანაშული,” – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ისტორიული ტაძრის რეაბილიტაციისთვის საბჭოდან დაუყოვნებლივ 10 მილიონი ევროს გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის აღდგენაში ჩართულები არიან როგორც ფრანგი მილიარდერები, ასევე მთლიანად ევროპა. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

ოფიციალური უწყებები მომხდარს ტაძარში მიმდინარე სამუშაოებს უკავშირებს

პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა. წლის განმავლობაში ტაძარს 13 მილიონი ტურისტი სტუმრობს.
ხანძარი ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა. 400 მეხანძრეს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.