LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს – ზელენსკი ჩერნობილის ხანძარზე

195
Capture

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ჩერნობილში არსებულ ხანძარს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ზელენსკი წერს, მოსახლეობამ არსებულ სიტუაციაზე ყველაფერი უნდა იცოდეს. და მას შემდეგ, რაც შესაბამისი პირებისგან ანგარიშს ჩაიბარებს, მათ ინფორმირებას მოახდენს.

“მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობის გამო. ხვალ მოვისმენ ანგარიშს სახელმწიფო საგანგებო საქმეების სამსახურის ხელმძღვანელისგან და დასკვნებს მოგვიანებით გავაკეთებთ. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

შეგახსენებთ, ჩერნობილში 10 დღეა ძლიერი ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და ქალაქ პრიპიატშიც გავრელდა. ხანძრიდან 2 კილომეტის დაშორებით მაღალი რადიოაქტიური ნარჩენებია.

ძლიერი ხანძარი ჩერნობილში: ცეცხლი ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები