LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხალხისთვის ქართული ჯანდაცვაა საუკეთესო, თავად კი უცხოეთში დადიან სამკურნალოდ”

422
35239638-10209883779171761-886074439182057472-o

მრჩეველის გასტროენტეროლოგი და ჰეპატოლოგი [ღვიძლის ექიმი] ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმოამდგენლებისთვის დამახასიათებელ ჩვევას აკრიტიკებს.

წერს, რომ ისინი ქართულ ჯანდაცვას აქებენ, მაშინ, როცა უცხოეთში დადიან სამკურნალოდ; საჯარო სკოლები მოსწონთ, თუმცა შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ.

ზარქუა ამ მიდგომას, საკუთარ პრინციპს უპირისპირებს, რომელსაც პროფესიული საქმიანობის დროს იყენებს და ამბობს, რომ პრობლემის იდენტიფიკაცია პირველი აუცილებელი ნაბიჯია მისი მოგვარებისთვის.

“ასეთი პრინციპი მაქვს მედიცინაში, რასაც ვურჩევდი დედაჩემს, იმას ვურჩევ პაციენტებსაც. თუ რაღაცა კვლევა საქართველოში ხარისხიანად არ კეთდება და ზუსტად ვიცი, რომ დედაჩემს არ გავუკეთებდი აქ, პირდაპირ ვეუბნები პაციენტს რომ ხარისხიანად არ კეთდება, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

ამ ხალხს სხვა პრინციპი აქვს: ხალხისთვის ქართული ჯანდაცვაა საუკეთესო, თავად კი უცხოეთში დადიან სამკურნალოდ. ხალხისთვის საჯარო სკოლაა საუკეთესო, თავად კი კერძო სკოლებში დაჰყავთ შვილები. ხალხისთვის ჯარია სავალდებულო, თავად კი სავალდებულო ჯარი გავლილი არ აქვთ, არც მათ შვილებს. ხალხს ლარის ყიდვას ურჩევენ, თავად დოლარში აგროვებენ.

განა იმას ვჩივი ან კერძო სკოლაში რატომ დადიან ან უცხოეთში რატომ მკურნალობენთქო. ღმერთმა გაუმარჯოთ. უბრალოდ აგრესიული ფარისევლობა არ მიყვარს. განა აღიარებენ რომ პრობლემები გვაქვს, თუნდაც პირად მაგალითზე. არადა პრობლემის იდენტიფიკაცია პირველი აუცილებელი ნაბიჯია მისი მოგვარებისთვის,” – წერს ზარქუა.

ექიმი ამ პოსტით იმ ინფორმაციას გამოეხმიანა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მაღალჩინოსნები შვილებისთვის  საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები