LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამას, 42 წელია მე ვარ სამიზნედ” – ილია მეორე

808
unnamed

“ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამას, 42 წელია მე ვარ სამიზნედ,”- ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარმა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები მიიღო. სტუმრებმა მის უწმინდესობას მთაში მცხოვრებთა სახელით თანადგომა და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამას, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, ღმერთი გვიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას, რომ გავუძლოთ. მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ აკეთებთ მთაში, მთა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს. ძალა მოგცეთ მამა ზეციერმა, მადლობელი ვარ,- განაცხადა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.

მე მადლობელი ვარ, რასაც თქვენ მთაში აკეთებთ. მთა ძლიერია. მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს, – აღნიშნა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები