LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხის აზრი: ქართულ პოლიტიკას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება

207
athens-4 (1)

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 79 პროცენტის აზრით, ქართულ პოლიტიკას ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენა სჭირდება. კვლევა მიმდინარე წლის თებერვალის ბოლოს და მარტის შუა რიცხვამდე პერიოდს მოიცავს და როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოკითხა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მხარს უჭერს ქვეყანაში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას – პროპორციულთან მიახლოებულ ცვლილებებს პარლამენტი რამდენიმე დღეში უყრის კენჭს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ნოემბერში პარლამენტის მიერ ჩაგდებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული რესპოდენტების 64%-დან უმრავლესობას არ სჯერა რომ ეს ე.წ. მაჟორიტარების ამბოხის გამო მოხდა. გამოკითხულთა  31% ფიქრობს, რომ მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო, ხოლო 25% ფაქტს მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიაწერს.

 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გამოკითხვის თანახმად, გასული წლის მსგავსად, წელსაც მაღალია იმ რესპოდენტების რიცხვი (79%), ვინც პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის საჭიროებას ხედავს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2 პროცენტული პუნქტია.