LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი არჩევნებზე არ მივა, გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას – ბაია პატარაია

131
bizina baia

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში 2030 წლამდე დარჩება, ამაში კი ივანიშვილს კორონავირუსი დაეხმარება.

„კოვიდი მიჯლიგინებს… ვინ დადგება არჩევნების რიგებში, სადაც მხოლოდ 2 კაცს უშვებენ უბანზე? ვინ და ქოცი, ანუ ის ადამიანი, ვისაც სამსახურიდან აიძულებენ არჩევნებში მონაწილეობას. დანარჩენი ხალხი არ მივა არჩევნებზე.

არათუ მოიგებს „ოცნება“, არამედ ისევ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება. ხოლო პროტესტს ჩაახშობენ კარანტინით და კომენდანტით.

გილოცავთ ბიძინას 2030-მდე დარჩენას…

ოპოზიციამ გვიყუროს მოხარშული თევზის თვალებით ახლა…“, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

https://www.facebook.com/baiabaia/posts/10164215085005133

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები