LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხაჭაპური, ხინკალი…აქ საუკეთესო საჭმელები და ულამაზესი ადგილებია“- უცხოელი ჟურნალისტი მთელ მსოფლიოს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

421
statiaze

კავკასიის მთებს შორის, შავი ზღვასა და კასპიის ზღვას შორის არის საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას კვეთს და ის მსოფლიოს ყველაზე დინამიური კულტურული ჰაბია – ასე იწყება სტატია, რომელიც გავლენიანი სამოგზაურო ჟურნალის – Conde Nast Traveler -ის კორესპონდენტმა დაწერა. “10 რამ, რაც საქართველოში უნდა გააკეთოთ” – ამ სახელწოდებით სტატია უკვე გამოქვენდა.

გაისეირნეთ თბილისის ძველ ქუჩებში

თბილისის ისტორიულ უბნებს თავისი განსაკუთრებული შარმი აქვს, უძველესი კვარტლების ქუჩების ლაბირინთებში შეგძილიათ, მთელი დღე გაატაროთ. აქ ნახავთ პასტელის ფერებში შეღებილ სახლებს და ხის აივნებს, მეიდანს, გოგირდის აბანოებს, ულამაზესი ინტერიერის კაფეებს ლესელიძეზე, მთაწმინდას და რუსთაველს.

დატკბით ტრადიციული ქართული სუფრით

ქართველები ეროვნულ სამზარეულოზე შეყვარებულები არიან და ის მართლად ძალიან გემრიელია. მათ აქვთ ერთი სიტყვა, რომელიც არ ითარგმნება – “შემომეჭამა” – გამოხატავს გრძნობას, როცა დიდხანს ჭამ მას შემდეგ, რაც უკვე დანაყრდი. თბილისის თითქმის ყველა რესტორანში დააგემოვნებთ ხაჭაპურს და ხინკალს. ასევე საუკეთესო ლობიოსა და ფხალს. 

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

ნახეთ ახალი თბილისი

თუ დღისით ძველი ქალაქის ელეგანტური ქუჩებით ტკბებით, საღამოს შეგიძლიათ ქალაქის გულში გაისეირნოთ, სადაც აქტიური ცხოვრებაა. სტატიის ავტორი „ფაბრიკაზე“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის საბჭოთა პერიოდის ტანსაცმლის საწარმო იყო, სახელიც აქედან აქვს.

დალიეთ ღვინის სამშობლოში

საქართველო თავისი 8 000 წლიანი ისტორიით მსოფლიოში ღვინის უძველესი რეგიონია. ღვინის წარმოების სათავე კახეთია. აქ ბევრი სასტუმროა თელავსა და სიღნაღში.

წადით შუასაუკუნეების მონასტერში

საქართველოს ბევრი ბრწყინვალე ტაძარი მოითხოვს ფეხით სიარულს, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირს. სტატიაში ჟურნალისტი დავით გარეჯის მონასტერზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აქ უძველეს ფრესკებთან ერთად თქვენ თვალწინ უდაბნო იშლება.

უყურეთ ქართულ ცეკვას

ქართული ცეკვა ხშირად ბრძოლების ისტორიას გიყვებათ. თბილისში ბევრი თეატრია, სადაც არაერთი წარმოდგენა იმართება ხოლმე.

ერთი მთა მაინც დალაშქრეთ

ტურისტებმა აუცილებლად უნდა ნახოთ ერთი მთიანი რეგიონი მაინც. ყველაზე კარგად განვითარებული ყაზბეგია, რომელიც საათნახევრითაა დაშორებული თბილისიდან. ვიქენდისთვის იდეალური არჩევანია. სტატიაში ჟურნალისტი გერგეთის სამებაზეც საუბრობს. 

წადით თბილისის კლუბებში

თბილისი ახალ ბერლინია. აქ დიჯეები მთელი მსოფლიოდან ჩამოჰყავთ, თბილისი ცნობილი არტისტების, დიზაინერების, მწერლების ჰაბად გადაიქცა.  მათ შორის სტატიის ავტორი ბასიანს გამოყოფს.

გაერთეთ შავ ზღვაზე

თბილისიდან მატარებლით ოთხ საათში ბათუმში ჩახვალთ. ის საქართველოს მეორე დედაქალაქია. ზაფხულის თვეებში ეს ადგილი განსაკუთრებით აქტიურია. სტატიაში საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენაცაა“ ნახსენები და აღნიშნულია, რომ ის საერთაშორისო მუსიკოსებს მასპინძლობს.

ეწვიეთ საუკეთესო ფლი მარკეტს კავკასიაში

თუ თქვენ საბჭოთა პერიოდის სუვენირს, ან რუსულ ფაიფურს, თუნდაც ეძებთ ხალიჩებს ყარაბაღიდან, მშრალ ხიდზე უნდა მიხვიდეთ. ჟურნალისტი გირჩევთ აქ ვიქენდზე დილის საათებში მოხვიდეთ.