LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, პირადი მოურავი, შს მინისტრად წოდებული ვახტანგ გომელაური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

144
Untitled design - 2022-01-26T125508.358

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. აქციას  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. ისინი სამართალდამცავის მიერ შშმ პირზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, პირადი მოურავი, შს მინისტრად წოდებული ვახტანგ გომელაური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“.

მისი თქმით, პოლიციაში სისტემური პრობლემაა და პასუხისმგებლობის აცილება მხოლოდ ერთი პოლიციელის დასჯით ვერ მოხდება.

“ჩვენი მთავარი გზავნილია საზოგადოებისთვის, რომ “შემდეგი შეიძლება შენ იყო”. ეს არის მწამებელი სისტემა, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. ლუკა სირაძე მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, რამდენიმე თვეში კი, კონკრეტული დამნაშავე, რომელზეც თვითონ პროკურატურამ თქვა, რომ დამნაშავეა და ბავშვზე ფსიქოლოგიურად იძალადა, გაათავისუფლეს იმის ნაცვლად, რომ კანონის შესაბამისად მოეხადა ამ ადამიანს პატიმრობა.

ამ შემთხვევაში კამერაზე რომ არ აღბეჭდილიყო ის, რაც საზოგადოებამ ნახა, რა თქმა უნდა, შერჩებოდათ. ეს არ არის რიგითი პოლიციელების პრობლემა, ეს არის სისტემური პრობლემა, მწამებელი სისტემაა და ამიტომ ვითხოვთ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის საკითხს. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, პირადი მოურავი, შს მინისტრად წოდებული ვახტანგ გომელაური პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ მოქმედებებზე, რასაც სამწუხაროდ, მუნდირში გამოწყობილი კრიმინალები ჩადიან. მუნდირს პატივს ვცემ, პოლიციელს პატივს ვცემ, მაგრამ კრიმინალებს არა“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ამავე თემაზე:

„ამბობს, არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო“ – რას ამბობენ ნაცემი შშმ პირის ახლობლები მომხდარზე

მეტროში პოლიციის მიერ ნაცემი არასრულწლოვნის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.

“გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე” – მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები