LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კევინ სპეისი ხალხს აღარ უნდა: „მილიარდერი ბიჭების კლუბმა“ მხოლოდ 126 დოლარი იშოვა

92

კევინ სპეისის მონაწილეობით ახალი ფილმის გამოსვლის პირველ დღეს მხოლოდ 13 ბილეთი გაიყიდა.

მსახიობის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული სპეისის მონაწილეობით გამოსულმა ფილმმა კინოგაქირავებაში სრული წარუმატებლობა განიცადა.

„მილიარდერი ბიჭების კლუბმა“ ამერიკის 10 კინოთეატრში გამოსვლის პირველ დღეს მხოლოდ 13 ბილეთის გაყიდვა მოახერხა და 126 დოლარი გამოიმუშავა.

ჰარვი ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ, სექსუალურ შევიწროებაში კევინ სპეისიც დაადანაშაულეს. ამის შემდეგ რეჟისორებმა და პროდიუსერებმა სპეისის როგორც ფილმებში, ასევე სერიალებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს და მასთან სამომავლო პროექტები გააუქმეს. მსახიობი არიზონაში, რეაბილიტაციის ცენტრში სექსზე დამოკიდებულების სამკურნალოდ იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები