LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეტრინ ზეტა ჯონსი „ზუჰაირ მურადის“ და მარგო რობი „შანელის“ კაბებში – გილდიის წითელი ხალიჩა

jones

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოვება ტრადიციისამებრ გამოირჩეოდა წითელი ხალიჩით. მოდის კრიტიკოსებმა საკუთარი ფავორიტები უკვე მონიშნეს. მაგალითად კეტრინ ზეტა ჯონსი, რომელიც წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. კეტრინი ბრწყინავდა  „ზუჰაირ მურადის“ ლურჯი ფერის სექსუალურ კაბაში. რაც ეხება მარგო რობის, ის „შანელის“ თეთრი ფერის კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ოქროსფერი დეტალებით იყო გაფორმებული.

ულამაზესი იყო „ბანქოს სახლის“ ვარსკვლავი, რობინ რაით პენი „ოსკარ დე ლა რენტას“ შავ მბზინავ კაბაში. ასევე გამორჩეული იყო ლუპიტა ნიონგოს, პატრისია არკეტის, ემი ადამსის, სოფია ბუშის, ელისონ ბრისა და რეიჩელ ვაისის გაბები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები