LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კეთილშობილური” მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს!!! მრცხვენია!!! ყველაფერი პოლიციის ბრალია…” – ლევან ლორთქიფანიძე

1006
BeFunky-collage (1)

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში, ტელეეთერების საშუალებით ვრცელდება, ზნედაცემულობა და გარყვნილობაა.

ის ასევე, განმარტავს, რომ 23 წლის პროგრამისტის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროვება პოლიციის ბრალია, ვინაიდან ლორთქიფანიძის აზრით, შესაბამისმა ორგანომ საქმე დროულად ვერ გამოიძია.

“თამუნას ჰყავდა ერთი შეყვარებული და ეს არ არის ბაჩანა ლობჟანიძე”- ვიდეოინტერვიუ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობართან

“მოცლილი ხალხია და ჩხრიკონ უფრო მეტი”- რას ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე ფოტოებზე, რომელიც სავარაუდოდ, თამარის დაკრძალვის დღეს არის გადაღებული

“ტელევიზიით მსჯელობენ, იყო თუ არა გარდაცვლილი გოგო ნარკოტიკებზე დამოკიდებული, როგორ ექცეოდნენ მშობლები სახლში, რა წამლებს სვამდა, იყო თუ არა ლეზბოსელი, რამდენი ფული ჰქონდა ანგარიშზე, რამდენჯერ იყო ნამყოფი ფსიქოლოგთან … ყოველდღე დაათრევენ აქეთ-იქით მედიაში 23 წლის ბიჭს, რომელიც დალაი ლამაა, მაჰათმა განდია და სექსზე უარს სულიერი მიზეზების გამო ამბობს და ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბრობს ტელეაუდიტორიის წინაშე!

"მკითხა და პასუხს არ დაელოდა" - რატომ ესაუბრა ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილს სიკვდილზე ბოლო შეხვედრაზე

"კითხვა დამისვა, მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე და მითხრა, მე მიფიქრია და მივხვდი, რომ უაზრობააო”

სიტყვის თავისუფლების, არაეფექტიანი გამოძიების სრულყოფისა და არაპროფესიონალი, მიკერძოებული სამართალდამცველების გაკონტროლების “კეთილშობილური” მიზნებით პირდაპირ ეთერში ძიძგნიან გარდაცვლილს !!!

ზნედაცემულობა და გარყვნილება…

ილიას “სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული… თითქოს ხალხს გული უკვდება ახალგაზრდის სიკვდილის გამო, სინამდვილეში კი სანახაობისთვის იყრიან თავს მოედანზე. 35 ათასი ადამიანი პირდაპირ ეთერში უყურებდა და აკომენტარებდა ამ საზიზღობას, კომენტარებზე ელდა მეცა, ისეთი აზარტი ჩანს მსმენელთა მხრიდან…

მრცხვენია !!!

ყველაფერი პოლიციის ბრალია… გამოგეძიებინათ სწრაფად და შედეგი დაგედოთ, აქამდე არ მივიდოდა საქმე.

ღმერთო, უშველე თამარის ოჯახსა და საქართველოს!” – წერს ლორთქიფანიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები