LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, თუ შავკანიანი არ ხართ”

აჰსან ჰაბიბ გალიბი საქართველოს შესახებ ბლოგპოსტს აქვეყნებს სათაურით: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, თუ შავკანიანი არ ხართ”.

მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, თბილისის აეროპორტში რამდენიმე საათით შეაყოვნეს, შემდეგ კი დეპორტით უკან, ლატვიაში გაგზავნეს. აჰსანი მომხდარს თავის წარმომავლობას უკავშირებს.

ამ ეჭვს უმყარებს ისიც, რომ მას და მის მეუღლეს ერთნაირი დოკუმენტები ჰქონდათ. მისი მეუღლე საზღვარზე უპრობლემოდ გაატარეს, ის კი არა.

აჰსან ჰაბიბ გალიბი წარმოშობით ბანგლადეშიდანაა. ცოლი კი ლატვიელი ჰყავს. ისინი ლატვიაში ცხოვრობენ.

წყვილმა საქართველოში მოგზაურობა უამრავი კარგი სტატიისა და რეკომენდაციის შემდეგ გადაწყვიტა.

აჰსან ჰაბიბი ყვება ყვება, რომ გაამზადა ყველა დოკუმენტი, რომელიც უვიზო რეჟიმით სარგებლობის დროსაა საჭირო: უკან დასაბრუნებელი ბილეთი, საცხოვრებლის საფასურის ჩეკი, მოგზაურობის მარშრუტი, ფული, ლატვიაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი და ნებართვა, რომლის მიხედვითაც საქართველოში 90 დღით დარჩენის ნებართვა ჰქონდა.

“ძალიან ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს უძველესი კულტურის, არქიტექტურის, სტუმართმოყვარეობის, საოცარი ბუნების შესახებ და როგორც იქნა, დავგეგმეთ ჩვენი მოგზაურობა. მოვამზადეთ საჭირო დოკუმენტები.

თბილისის აეროპორტში ჩემი მეუღლე კითხვების გარეშე გაატარეს. მე კი როცა მარჯვნივ გავიხედე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

შევნიშნე, რომ უამრავი ფერადკანიანი ადამიანი, რომლებიც ძალიან დაღლილი სახეებით იცდიდნენ ემიგრაციის ჯიხურთან. რასობრივი დისკრიმინაცია ჩემთვის ახალი არ არის, თუმცა აქ არ ველოდი.

ლოდინისა და უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, მითხრეს “კუთხეში მოიცადეთ”.

20 წუთის შემდეგ ოფიცერმა მთხოვა გავყოლოდი. მან ჩანთა შემიმოწმა და ჩემი საბუთები გადასცა უცხო ქალს, რომელმაც გეითთან მიმიყვანა.

ვკითხე ქალს რა ხდებოდა, მაგრამ არ მიპასუხა. ავტობუსში ჩამსვა და უბრალოდ მითხრა: დეპორტირებული ხარ რა თქმა უნდა.

მე ადგილზე გავიყინე, რომ წარმოვიდგინე, ჩემი მეუღლე საქართველოში ყოველგვარი თანხის, საბუთების, დაზღვევის, ჯავშანის გარეშე დარჩა.

ავუხსენი გამცილებელს, რომ მეუღლის გარეშე უკან ვერ დავბრუნებოდი, მითხრა რომ შეეძლო შემდეგი რეისით გავემგზავრებინე. მის მიმართ სიმპათიით განვეწყე და ავუხსენი, რომ ჩემ ცოლთან ერთად დავბრუნდებოდი უკან და აღარასდროს ჩამოვიდოდი საქართველოში.

სიჩუმე. ქალმა ჩემი პასპორტი საჰაერო ეკიპაჟს გადასცა”, – წერს აჰსან ჰაბიბ გალიბი.

აჰსანი ამბობს, რომ მისი მეუღლე, საბედნიეროდ თბილისელმა გოგონამ შეიფარა. მასთან დაკავშირება, რამდენიმე საათით ვერ შეძლო და ეს ორივესთვის სტრესი იყო.

აჰსანის თქმით, ეს საშინელი გამოცდილება იყო და საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება.

“მაინც მჯერა რომ ქართველები კარგები არიან. თუმცა, საემიგრაციო სისტემა რასისტულია და ისინი თავის უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ. ყველამ ვინც საქართველოში მოგზაურობას აპირებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ შეიძლება უმიზეზოდ, უკან გამოაბრუნონ. განსაკუთრებით ფერადკანიანებმა, რომლებიც “ნაკლებად სასურველი” ქვეყნებიდან არიან წარმოშობით”, – წერს ის.

 

ეს არის საქართველოს სტუმართმოყვარეობა, რომელზეც ამდენი რამ მსმენია?

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები