LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში, აქ 1 კვ/მ მიწა 6,66 დოლარი ღირს – მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური ქალაქი

272
HELL 3

მსოფლიოში ბევრი უცნაური და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი არსებობს. ალბათ ბევრჯერ წაგიკითხავთ სტატიები 10 ყველაზე ლამაზი ადგილის, 5 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა სახლის, ან თუნდაც 12 ყველაზე პოპულარული კურორტის შესახებ, მაგრამ მსოფლიოს 5 ყველაზე უცნაური ქალაქის შესახებ ახლა გაიგებთ. 

10 ულამაზესი ქალაქი, რომელიც ევროპაში მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ

თუკი ზღაპარში დასვენებაზე ოცნებობთ, მაშინ არჩევანი მართლაც ძალიან დიდია, დაწყებული ჯადოსნური ბერძნული სანაპიროებიდან დიდებულ შვეიცარიული ალპებით დამთავრებული. ევროპაში უამრავი ნაკლებად ცნობილი დასახლებაა. კონტინენტი მხოლოდ მეგაპოლისებისგან არ შედგება და ის უამრავ პატარა, თუმცა დაუვიწყარ ქალაქსა და სოფელს მოიცავს. 1. მანაროლა, იტალია ზღაპრული პაწაწინა ქალაქი, რომელიც იტალიის ზღვისპირეთში ჩინკუე ტერეს რეგიონში მდებარეობს. მეთევზეთა დასახლება ცნობილი უგემრიელესი ღვინით […]

ყველაზე ჯოჯოხეთური ქალაქი

ამერიკაში, მიჩიგანის შტატში არის ადგილი, სადაც ჯოჯოხეთს იპოვით. ოფიციალური სახელი უცნობია, მაგრამ ქალაქის მაცხოვრებლები იმიჯით კმაყოფილები არიან. აქ ტურისტები მოდიან და ფოტოებს იღებენ ბანერებთან : „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“. სუვენირების მაღაზიაში კი ჯოჯოხეთის მიწის ერთ კვ. მეტრს  6, 66 დოლარად იყიდით.

უკანასკნელი თავისუფალი ქალაქი

კალიფორნიის ქალაქი – სლები ყველაზე პოპულარულია იმ ადამიანებში, რომლებიც ან პენსიონერები არიან, ან უბრალოდ წასასვლელი არსად აქვთ. აქ ხალხი ვაგონებში ცხოვრობს , სადაც არ არის წყალი, ელექტროენერგია, მისამართები. ერთი შეხედვით ეს არაკომფორტულად ჟღერს, მაგრამ ვინც ამ ადგილას იყო, ამბობენ, რომ ძალიან მოეწონათ და კომფორტულია. ადგილობრივები ამ ადგილს ამერიკის უკანასკნელ თავისუფალ ქალაქს უწოდებენ.

ქალაქი გამოქვაბულში

მატმატა – სამხრეთ ტუნისში, აფრიკაში მდებარეობს. ეს ადგილი სავსეა მიწისქვეშა გვირაბებით და გამოქვაბულებით, რომელიც ხელუხლებელია დღემდე. 70-იანებში თანამედროვე სახლებიც აშენდა, მაგრამ ადგილობრივებს აქ ცხოვრება ურჩევნიათ.

„ვარსკვლავური ომების“ ფანები ამ ადგილს იცნობენ, რადგან ის  ლუკ სკაიუოლკერის გმირის სახლია

ყველაზე ზღაპრული ქალაქები, რომლებიც მართლაც საუკეთესოა პლანეტაზე

ადგილები მშვიდად და კომფორტულად დასვენებისთვის...

ყველაზე ლურჯი ქალაქი

კედლები, სახლების კარი და კიბეებიც კი მაროკოს ქალაქ ჩეფჩოენში სხვადასხვანაირი ლურჯი ფერისაა. არსებობს ლეგენდა, რომ ის ებრაელებმა მოხატეს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, რადგან მათთვის ლურჯი წმინდა ფერია. ებრაელები დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ, მაგრამ ლეგენდა დღემდე შემორჩენილია.

უცხოპლანეტელების ქალაქი

1947 წელს, მექსიკის ქალაქ როსველთან ახლოს, ამბობენ, რომ მფრინავი თეფში ჩამოვარდა. ზუსტად არავინ იცის, ეს ობიექტი რა იყო და იქ საიდან მოხვდა, მაგრამ მას შემდეგ როსველი უცხოპლანეტელების ქალაქადაა ცნობილი. აქ არათუ თემატური ფესტივალები იმართება, “მაკდონალდსის” ადგილობრივი ფილიალიც კი უცხოპლანეტელების ფოტოებითაა გაფორმებული.