LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კემპინგი ასეთი არასდროს ყოფილა – ბელგიელებმა კარვები ხეებზე დაკიდეს

222
campingblg

წლევანდელი ზაფხული ძალიან განსხვავებულია და ხალხი ცდილობს რომ არსებულ რეალობაში მაქსიმალური კრეატივი გამოავლინოს. მოგზაურები მშობლიური მხარეების ათვისებას შეუდგნენ და გართობას სოციალური დისტანციის წესების დაცვით ცდილობენ. ამ საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით მოეკიდნენ ბელგიელები და კარვები ხეებზე დაკიდეს.

ცრემლის ფორმის კარვის დიზაინი დანიელ დიზაინერს ეკუთვნის. დრე ვაპენარმა უჩვეულო კემპინგი 1990–იან წლებში გარემოზე ზრუნვისთვის შექმნა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მის იდეას ხორცი შეასხეს და კარვის დაქირავება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„კარვები მთელი ზაფხულისთვის წინასწარ დაიჯავშნა. უფრო მეტი კარავი რომ ყოფილიყო ეჭვიც არ მეპარება ისინიც დაკავებული იქნებოდა. მჯერა რომ ასეთი აქტიურობა კორონავირუსის დამსახურებაა. ხელისუფლებამ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობისკენ მოუწოდა და მოგზაურებმაც ალტერნატიული და განსხვავებული საცხოვრებლების ძიება დაიწყეს.“ – განაცხადა ბელგიის ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ხეზე დაკიდებულ კარავში ერთი ღამის გათენების საფასური 82 დოლარია და უჩვეულო გამოცდილების მიღება 30 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები