LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა – მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოება

197
68581752-2371946106356975-7443829028693213184-n

საქართველოში ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო აქტუალური ხდება მულტიმედიური ჟურნალისტიკა, რომელიც აერთიანებს ტექსტურ, ფოტო, აუდიო, ვიდეო ჟურნალისტიკას და კონტენტს სხვადასხვა პლატფორმიდან ხელმისაწვდომს ხდის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამა გარკვეული მოცულობით შეავსებს ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მოთხოვნას შრომით ბაზარზე. მედიის მრავალფორმატულობა გამოწვევაა ქართული ჟურნალისტური საგანმანათლებლო სივრცისთვის. შესაბამისი ცოდნისა და უნარების სპეციალისტების მომზადება მნიშვნელოვანი იქნება თანამედროვე მედიაორგანიზაციების მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, ერთობ საშური საქმე იქნება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელსაც ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში გამორჩეული მულტიმედია ცენტრი აქვს, ახალი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება. არსებული სამეცნიერო–კვლევითი გარემო და ინფრასტრუქტურა მულტიმედიური ჟურნალისტიკის მკვლევართა და პრაქტიკოსების ახალი თაობების აღსაზრდელად ყველა პირობას ქმნის.

პროგრამის პრიორიტეტები:

სწავლების ნოვატორული მეთოდების შერწყმა პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობასთან;
კომუნიკაციის თანამედროვე თეორიები;
მულტიმედია ჟურნალისტების მომზადება;
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება;
კომფორტული სამეცნიერო-კვლევითი გარემო;
გამოცდილი აკადემიური პერსონალი/პრაქტიკოსი ჟურნალისტები;
თანამშრომლობა უცხოეთის მედიაორგანიზაციებთან.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს. სამაგისტრო პროგრამის მომზადებაში ჩართული გამოცდილი პროფესორები და პრაქტიკოსი ჟურნალისტები კვალიფიციური კადრების მომზადების გარანტიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები