LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული მამაკაცების მიმართ, რადგან შესაძლოა სწორედ იდეალური მამაკაცის ძებნაში გაუშვათ ხელიდან ნამდვილი ბედნიერება – კატრინ დენევი

441
ketrin-denevinews19

ლიმონის წვენი დილას და გემრიელი დესერტი საღამოს, კარგი ფილმი და მოკლე შვებულება უქმეებზე – სწორედ ასე გვირჩევს ზაფხულის გახალისებას ცნობილი ფრანგი მსახიობი კატრინ დენევი.

ჯანსაღი ცხოვრება – როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, თვითონ ძალიან გვიან მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამიტომ ახლა, ყველას ჯანსაღი ცხოვრებისკენ, მავნე ჩვევებზე უარის თქმისა და აქტიური სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდებს, თუმცა არ ეთანხმება მკაცრი დიეტის დაცვის აუცილებლობას.

ტკბილეული – „შესაძლოა, ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ ვთლი, რომ ყველა ქალს აქვს უფლება, ჰქონდეს პატარა სისუსტე. პირადად მე, ბედნიერებისთვის ორი რამ – კინო და ტკბილეული მჭირდება, რომელსაც პარიზში, მხოლოდ საკონდიტროში Hugo & Victor მივირთმევ“, – აღნიშნავს დენევი, რომელსაც ძალიან უყვარს შოკოლადის ბისკვიტი, ყავის პანაკოტა და ყველას მათი დაგემოვნებისკენ მოუწოდებს.

ლომონის წვენი დილაობით – მსახიობის განცხადებით, ლიმონის წვენი ყოველ დილას უზმოზე, ნაბახუსევის საუკეთესო წამალი და სტაბილური წონის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მთავარია, წვენი ნატურალური იყოს და ზედმეტად არ გაგიტაცოთ, რათა სარგებლის ნაცვლად ზიანი არ მიაყენო კუჭს და კბილებს.

აზიური კინო – მართალია, აზიელი რეჟისორების შემოქმედებას ფართო პუბლიკა ნაკლებად იცნობს, მაგრამ კინოყვარულები სწორედ მათ თვლიან ნამდვილ ხელოვანებად. აზიური კინოს თაყვანისმცემელია კატრინ დენევიც, რომელიც ყველას ჩინელი ცზაი ჩჟანკეს და იაპონელი ჰიროკაძუ კორეედას არაჩვეულებრივი, საოცრად თვითმყოფადი ფილმების ნახვისკენ მოუწოდებს.

რომანტიკული გატაცება – რა თქმა უნდა, კატრინ დენევმა, რომელსაც არასდროს აკლადა მამაკაცების ყურადღება, ყველაზე კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის სიყვარული, რადგან სწორედ მამაკცია მისი მთავარი მოტივატორი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობისა და სრულყოფისკენ სწრაფვას აიძულებს. ასე რომ, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული მამაკაცების მიმართ, რადგან შესაძლოა სწორედ იდეალური მამაკაცის ძებნაში გაუშვათ ხელიდან ნამდვილი ბედნიერება.

გულწრფელობის საღამო – „არასდროს მჯეროდა ფსიქოლოგების, რადგან ერთგული მეგობარი, ვისთვისაც ნებისმიერი საიდუმლოს განდობა შეიძლება, ბევრად საიმედო მკურნალია, ვიდრე ნებისმიერი ექიმი“, – ამბობს დენევი და ყველას გულწრფელობისკენ მოუწოდებს, რადგან სწორედ მეგობრების წრეში სისუსტეების აღიარებით შეიძლება კომპლექსების დაძლევა და  საკუთარი თავის უკეთ გაცნობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები