კორონავირუსის პანდემიამ გავლენა ატმოსფეროს მდგომარეობაზეც მოახდინა. საყოველთაო კარანტინის ფონზე ქვეყნების უმეტესობაში დახურულია ფაბრიკა-ქარხნები, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქუჩებში საკმაოდ ცოტა მანქანა გადაადგილდება.

პანდემიის ატმოსფეროზე მოხდენილ გავლენას კარგად ხედავენ ნეპალშიც. ქვეყნის დედაქალაქ კატმანდუდან უახლეს ისტორიაში პირველად არის შესაძლებელი მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის ხილვა, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 200 კმ-ით არის დაშორებული.

გარდა ამისა, ქალაქის საავადმყოფოებში ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად იკლო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რესპირატორული გართულებების გამო მიმართვიანობამ.

ადგილობრივი ექიმების თქმით, პაციენტებს, რომლებსაც ჟანგბადის ხელოვნური გზით მიწოდება ესაჭიროებოდათ, მათთვის ბოლო თვეებში არ მიუმართავთ, რადგან ბევრად გაუადვილდათ სუნთქვა და მოეხსნათ სიმპტომები.

ექიმების თქმით, სამწუხაროა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მას შემდეგ, რაც ყველაფერი ძველ რეჟიმში ჩადგება, ქალაქის ჰაერი კვლავ დაბინძურდება.

კატმანდუში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანია, ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროს ტრანსპორტი წარმოადგენს.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05