LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატეგორიულად ვუარყოფთ, UNICEF-ს არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოა – გაეროს ბავშვთა ფონდი ანა არგანაშვილს პასუხობს

129
BeFunky-collage

ამ ინფორმაციას კატეგორიულად ვუარყოფთ, – ასე პასუხობს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე, PHR-ის წარმომადგენელის, ანა არგანაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, UNICEF სამინისტროს სთავაზობს იმავე შენობაში, იმავე ტერიტორიაზე, იმავე ადამიანებმა დიდი ზომის ნინოწმინდის ბავშვთა სახლი მცირე საოჯახო ტიპის სახლებად აქციონ.

როგორც მაია ქურციკიძემ “ფორტუნას” განუცხადა, მსგავსი არაფერი განხილულა, შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სიმართლეს.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ჩვენთან მიმართებაში. UNICEF-ს არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რაც ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოა. არათუ არ გაუკეთებია, მსგავსი რეკომენდაციაც არ გაუცია.

არ ვიცი, რას გულისხმობენ. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ბავშვები გამოვიდნენ ბავშვთა სახლებიდან და გადავიდნენ ოჯახურ გარემოში, როგორც ნინოწმინდაში, ასევე, ყველგან სადაც ბავშვები არიან ასეთი დიდი ზომის დაწესებულებებში.

ამისთვის მზად ვართ დავეხმაროთ სახელმწიფოს. ჩვენ არ ვართ აღსრულების სახელმწიფო ინსტიტუცია, ჩვენ ვეხმარებით სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სახელმწიფოს, რათა მოხდეს შეფასება ბავშვების ნინოწმინდასა და ყველა სხვა ინსტიტუციაში. ამ შეფასების საფუძველზე კი მოხდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შეთავაზება”.- განუცხადა “ფორტუნას” გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, გუშინ 8 ივნის UNICEF-მა მზადყოფნა გამოთქვა, დაეხმაროს მთავრობას რათა დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვები ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაიყვანოს.

გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა მთავრობას ბავშვების ოჯახურ ზრუნვაში გადაყვანის პროცესში დაეხმაროს

 

 

პოპულალურები