LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზაობას ავლენს – ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით: ვიოლა ფონ კრამონი

54
ვიოლა ფონ კრამონი

„კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას. ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზაობას გამოხატავს.

„კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ავლენს კომპრომისისთვის მზაობას. ეს სწორი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. საქართველოსთვის საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს მაგალითს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება დასამუშავებელი. ევროკავშირი კვლავინდებურად მზადაა ამაში დაეხმაროს“ , – წერს ფონ კრამონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები