LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგი იქნება თუ ხანდაზმულების პნევმოკოკით აცრა დაინერგება, მაგრამ როცა პანდემია ჩათავდება: გამყრელიძე

258
BeFunky-collage (8)

გრიპთან ერთად, ხანდაზმულების პნევმოკოკებით აცრის გააქტიურება კარგი ინიციატივაა. ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემ აზრს მოგახსენებთ. ჩვენთან, 2015 წლიდან ვცრით ბავშვებს, ანუ ეროვნულ კალენდარში შეტანილია პნევმოკოკით ვაქცინაცია, როგორც აუცილებელი ვაქცინაცია და ამან ქვეყანაში, ბავშვებში პნევმონიები შეამცირა. მოგეხსენებათ, პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ 2-დან 5 წლამდე ბავშვებში. ამიტომ, ეს ვაქცინაცია ქვეყანაში დაინერგა და ამის შედეგები არის, ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ბევრ ქვეყანაში არის და ბევრ კალენდარში, მათ შორის, საქართველოს კალენდარში. რაც შეეხება ხანდაზმულთა, ანუ 60 წელს ზემოთ ადამიანთა აცრას, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეს აცრა ნაჩვენებია და ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის კალენდარში შეტანილია, მაგრამ ნებაყოფლობითია აცრა. ძალიან ბევრ ქვეყანაშია განვითარებული პნევომკოკის გამოყენებით აცრა, რადან ის მართლაც იცავს იგივე ხანდაზმულებს პნევმონიებისგან, მაგრამ პნევმოკოკური პნევმონიების განვითარებისგან. კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით კვლევები ჯერჯერობით არ არსებობს, იმიტომ, რომ სულ 3 თვის ისტორია აქვს ამ ინფექციას.”- აღნიშნა გამყრელიძემ.

60 წელს გადაცილებული მოქალაქეები პნევმოკოკის ვაქცინით აიცრებიან – ჯანდაცვის მინისტრი

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ პერიოდისთვის მისი განხორციელება მიზანშეწონილი არ არის.

მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რეკომენდაციას მივცემდი საზოგადოებას და ასევე მთავრობას, რომ პნევმოკოკის აცრა კარგია თუ დაინერგა, მაგრამ დაინერგა, ვთქვათ, როცა პანდემია ჩათავდება, ანუ თუ ჩვენ გვექნება იმის ფინანსური რესურსი და საშუალებები, რომ პნევმოკოკური ვაქცინაცია იყოს შემოტანილი ქვეყანაში მას შემდეგ რაც პანდემია დამთავრდება იმიტომ, რომ ამ პირობებში ძალიან რთული იქნება ხანდაზმულების აცრა. ამიტომ თუ ამის საშუალება გვაქვს, ეს გადავწიოთ მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა რომ გრიპთან ერთად ჩვენ თანდათან გავააქტიუროთ ხანდაზმულების პნევმოკოკით აცრა”, – განმარტა გამყრელიძემ.

აპრილის ბოლოს 1 200-მდე ინფიცირებული გვეყოლება, პიკი შეიძლება იყოს უფრო ივლისში – გამყრელიძე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 196-ია. გარდაიცვალა 3 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა — 46. კარანტინის რეჟიმში 4 674 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები