LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარასინი: რუსეთი მზად იყო საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა

436
karasini

„დიახ, ნამდვილად, ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა და ჩვენ პრინციპულად მზად ვიყავით ამისთვის. თუმცა არ გამოვიდა, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. როგორც  გრიგორი კარასინმა გამოცემა “კომერსანტთან” ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო აღნიშნული საკითხი გადაიდო.

“ჩვენ სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გავხადეთ. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, დაპატიჟოს საქართველოდან ის, ვისაც საჭიროდ თვლის. რუსეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთან, ჩვენ მზად ვიყავით, წინ წავსულიყავით – ვიზების გაუქმებამდე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები