LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინისა და ნიღბების გარეშე – შვედეთმა გარისკა და ჩინეთის გზით არ წავიდა

849
shved

ღია რესტორნები, ბარები, სათხილამურო კურორტები – ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ შვედეთშია.

მთავრობამ მართალია მოუწოდა მოსახლეობას, მორალურად მზად ყოფილიყვნენ რთული დღეებისთვის, მაგრამ კარანტინის გამოცხადებას არ ჩქარობენ. შვედები კორონავირუსთან ბრძოლისას სხვა გზით მიდიან.

მაგრამ რისი იმედი აქვთ, როდესაც „ნორმალური ცხოვრების“ წესს არჩევენ?

აკრძალვების ნაცვლად – ნდობა

სტოკჰოლმში, როგორც იქნა, კარგი ამინდია – მზემ ჰაერი 11 გრადუსამდე გაათბო. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ შვედებისთვის ადვილი არ იქნება, შინ დარჩენა. მით უფრო, რომ მათგან ამას არც არავინ ითხოვს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მასობრივი შეხვედრებიც ნებადართული იყო.

მაგალითად, თეატრში ზუსტად 499 ბილეთი იყიდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, რომ 50 ადამიანზე მეტი არ შეკრებილიყვნენ, მაგრამ მკაცრი აკრძალვები ქვეყნაში მაინც არ არის.

ბევრი ბარი და რესტორანი ღიაა, თუმცა ბარის დახლთან ურჩევენ, რომ დიდხანს არ გაჩერდნენ. შეგიძლიათ მაგიდასთან დაჯდეთ, ან შეუკვეთოთ და წახვიდეთ. მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მეტროც, მაგრამ ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ტუალეტის ქაღალდებზე, მაკარონსა და კონსერვებზე დიდი მოთხონაა, დეფიციტი არ შეინიშნება. დაცარიელებული თაროები მალევე ივსება. სათხილამურო კურორტები აგრძელებენ ტურისტების მიღებას და სათხილამური ტრასების დაკეტვას არ ჩქარობენ.

ნიღბიანი ადამიანის მოძებნა გაგიჭირდებათ

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შვედეთი გამონაკლისია დაავადებულთა სტატისტიკის მიხედვით. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ქვეყანაში კორონავირუსით 3700 ადამიანია დაინფიცირებული, 110 გარდაიცვალა.
ყველა მეზობელმა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა. მაგრამ თავად შვედეთში მხოლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გადაიდო, სკოლებსა და ბაღებში მშობლებს უთხრეს, რომ არ მიიყვანონ ბავშვები, რომლებსაც გაციების ნიშნები აქვთ.

Местные жители на прогулке в Стокгольме

ვედები მთავრობას ძალიან ენდობიან, ამიტომ მათ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ.

ყველა გამოკითხვით შვედების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება მსოფლიო პანდემიას ძალიან კარგად უმკლავდება. პრემიერ-მინისტრი არ მალავს, რომ რთული დღეები ელოდებათ და ჯანდაცვაზე ზეწოლა გაძლიერდება.
ქვეყნის მთავარი ეპიდომილოგი ანდრეს ტეგნელი, ამტკიცებს, რომ „მოსახლეობას ვირუსის გადატანის შესაძლებლობა უნდა მისცენ“.
უნდა აღინიშნოს, რომ მისმა ბრიტანელმა და ნიდერლანდელმა კოლეგებმა ამ მიდგომაზე უარი თქვეს.

რატომ არ იყენებს კორონავირუსთან ბრძოლის მკაცრ ზომებს შვედეთი

შვედეთის ხელისუფლების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია ქვეყნის 2 800-ზე მეტი. გარდაიცვალა 70 ადამიანი.

იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში ფიქრობენ, რომ შვედების გზა კორონაირუსთან ბრძოლაში სულელურია. ისინი ფიქრობენ, რომ შვედები პანდემიის სერიოზულ საფრთხეს ვერ ხედავენ.

„გვინდა გვჯეროდეს უკეთესობის, მაგრამ გარანტია, რომ შვედეთში მეორე იტალიას არ მივიღებთ, არ არის“, – აცხადებენ იტალიაში.

მთლიანობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროპამ ვირუსთან ბრძოლაში დააგვიანა. ბევრმა მაშინ დაიწყო ყვირილი, რომ ხანძარია, როდესაც სახლი უკვე მთლიანად დამწვარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები