LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის დღეები: გიორგი მარგველაშვილი მთელ დღეებს დუშეთში ატარებს და ფიქრობს, რომ მსოფლიოში კვება უნდა გაკონტროლდეს

229
download

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კარანტინის დღეებს დუშეთში ოჯახთან ერთად ატარებს. „ფორტუნასთან“ საუბარში ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას

„სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრება კარანტინის დღეებში დიდად არ შეცვლილა. მეგობრებს ვეღარ ვხვდები ძველებურად და ეს ძალიან რთულია. ძირითად დროს დუშეთში ოჯახთან ერთად ვატარებ. მაგრამ მესმის, რომ ბევრს უჭირს ამ მძიმე დღეების გაძლება. განსაკუთრებით ახალგაზრდებს, წელიწადის ამ დროს სახლში ყოფნა რთულია. ცოტა ხნის წინ შევხვდი ადამიანს, რომელიც ბაზარში ვაჭრობდა ლუკმა-პურის საშოვნელად და ახლა ამის შესაძლებლობა არ აქვს… დუშეთში ძალიან დიდი  ნაკვეთი მაქვს, სადაც ბევრი სამუშაოა. ახლა ყველა იფიქრებს იმაზე, რომ საკუთარი მეურნეობა ჰქონდეთ და ეს არაა ცუდი.

როგორ შეცვლის მსოფლიოს კორონავირუსი?

„უკვე შეცვალა. ახლა ყველა სუსტების დახმარებაზე ფიქრობს. გვინდა, რომ ვისაც ჯანრთელობის პრობლემები აქვს, ის უფრო მეტად დავიცვათ  და ეს კარგია. ქვეყნები იფიქრებენ, რომ იმისთვის, რომ მათი ეკონომიკა ძლიერი იყოს, ქვეყნის სამყოფი პროდუქტი თავად შექმნან. აღარ იქნებიან ერთმანეთზე დამოკიდებულები. კორონავირუსმა დაგვანახა, რომ მეცნიერება, რომელსაც შეუძლია, დნმ-ის მოლეკულურ დონეზე გაშიფვრა, ადამიანი, რომელსაც უდიდესი მიღწევები აქვს, ასეთ შემთხვევაში უძლურია და უბრალო პირბადის დეფიციტის აღმოფხვრა არ შეუძლიათ.

 

დაიბადა თომა მარგველაშვილი ...

უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ კვება მსოფლიოში კონტროლდებოდეს. არ ვგულისხმობ ჩინელებისთვის კვების რაციონის შეცვლის მოთხოვნას. ახლა ჩინეთიდან გავრცელდა ვირუსი, სხვა დროს სხვა კონტინენტიდან და ქვეყნიდან გავრცელებულა. ეს ნიშნავს, რომ უნდა მიექცეს ყურადღება რას ვჭამთ, რადგან ამაზე სხვების ცხოვრებაც არის დამოკიდებული.

კარანტინის დღეები: ლადო კახაძის „ვეფხისტყაოსანი“ და „შესანიშნავი შვიდეული“

 

რა ვიკითხოთ, რას ვუსმინოთ და რას ვუყუროთ კარანტინის დროს?

„ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, ვინმეს ვურჩიო, რა წაიკითხონ, რა ფილმს უყურონ, ან რა მუსიკას მოუსმინონ. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ყველა თავისი გემოვნების მიხედვით იქცევა. მე მაგალითად ვერაფერს ვერ ვუყურებ და ვერც ვკითხულობ. სულ ვცდილობ, პანდემიასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია გავიგო და ძალიან ბევრს ვკითხულობ. სხვებსაც ვურჩევ, თვალი ადევნონ მსოფლიოში მიმდინარე ამბებს. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან დროს ვცხოვრობთ და არ ღირს, მერე სხვები გვიყვებოდნენ ამბებს კორონავირუსზე. სჯობს, ყველაფერს თვალი ვადევნოთ.

მსოფლიო ძალიან შეიცვლება, თუ კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვება ტექნოლოგია, რომლითაც ადამიანებისთვის თვალთვალი იქნება შესაძლებელი.
არ ვგულისხმობ მხოლოდ მობილურის აპლიკაციას, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, რომ ჩვენს ახლოს ვირუსით ინფიცირებული ადამიანი.
ვგულისხმობ მოწყობილობას, რომლის წყალობითაც ადამიანის ყველა მონაცემი დნმ-ის ჩათვლით ცნობილი იქნება. პანდემიის დასრულების შემდეგ საინტერესოა, როგორ გამოიყენებს კაცობრიობა ამ შესაძლებლობებს.

კარანტინის დღეები: ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქს დაუმეგობრდა და ადრე მოწონებულ წიგნებს კითხულობს

 

რას შეცვლიდა პრეზიდენტი რომ იყოს?

„არ მინდა, შემფასებლის როლში ვიყო და იმაზე ვისაუბრო, ვინ რას აკეთებს სწორედ და რას არა. მაგრამ ჩვენ ხომ ფაქტობრივად ომში ვართ. ომში კი მთავარია მხედარმთავარმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს ყველაფერი ჩემი პრეზიდენტობის დროს რომ მომხდარიყო, ვეცდებოდი, ხალხი ყოველდღიურად გამემხნევებინა. პრეზიდენტი არის ქვეყნის მთავარსარდალი და მის დამაიდებელ სიტყვას დიდი ძალა აქვს.

ფონდის შექმნამდე კი ჯერ ეკონომიკურ გეგმას გავაკეთებდი და მერე ამ თანხების სწორად გადანაწილებაზე ვიმუშავებდი. ეს პრეზიდენტის მოვალეობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები