LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის დღეები: ღამურებამდე ჯერ არ მივსულვართ – „გირჩის“ ლიდერი იზოლაციას ვერ შეეგუა და ჩახუტება მოენატრა

188
94687409-1108374049545609-6802709356224708608-n

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დამთავრებამდე ყველანი დღეებს ვითვლით. 22 მაისამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი, მაგრამ ბევრი უკმაყოფილოა. ოპოზიციის უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი მკაცრი წესების შემოღება არ იყო აუცილებელი.

„ფორტუნა“ დაინტერესდა როგორ ცხოვრობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კარანტინის დროს.

 

ბატონო ზურა, გაგიჭირდათ კარანტინის წესებთან შეგუება?

რა თქმა უნდა, გამიჭირდა. ჩემს გარშემო ყველას გაუჭირდა. კარანტინი ნიშნავს ინფიცირებული ადამიანის იზოლირებას და არა ჯანმრთელი ადამიანების გამოკეტვას სახლებში, ქალაქებსა და სოფლებში.

მაშინ განვლილ ორ თვეს საგანგებო მდგომარეობა დავარქვათ…

კი გასაგებია, მაგრამ, ის, რაც მარნეულში ხდება, სახელი არ აქვს. რეალურად ორი წესის გარდა, პირადი ჰიგიენისა და დისტანციის დაცვის გარდა, მეცნიერულად დასაბუთებული არ არის, რომ საჭიროა სხვა ზომების მიღება. რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის პოლიტიკური შოუ და ინფექციის შეჩერებას ხელს არ უშლის. ხელისუფლებას გაუტკბა კარანტინი, დაინახა, რომ ხალხი პანიკაში იყო და სცადა ამ პანიკის სათავისოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაბალი იყო. ხალხი მათ გადადგომას ითხოვდა, მაგრამ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ სრული ძალაუფლება ჩაიგდო ხელში იმ მიზეზით, რომ საშიში ვირუსის გავრცელების პრევენცია მოეხდინა. სინამდვილეში ეს არის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. არანაირი მათემატიკა არ დგას იმის უკან, თუ რატომ გაიხსნა თბილისი და რატომ არის ჯერ კიდევ დაკეტილი ბოლნისი და მარნეული და რატომ იხსნება ეს ორი რაიონი რამდენიმე დღეში.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით კორონავირუსთან ბრძოლის ჩვენი შედეგი ხომ მაგარია?..

ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რა შედეგი გვაქვს. იმიტომ, რომ რიცხვები, რასაც გვეუბნებიან, რეალურად არაფრის მთქმელია. რეალურად არ ვიცით, ვირუსი რამდენად არის გავრცელებული ჩვენს მოსახლეობაში. ახლა საჭიროა იმის გარკვვევა, ანტისხეულები რამდენი ადამიანის სხეულში იქნება. ამით გავიგებთ, რეალურად რამდენი პროცენტი იყო ჩვენს გარშემო ინფიცირებული და რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ეს ვირუსი სიმპტომების გარეშე. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შინაარსობრივად მნიშვნელობა არ აქვს. გარდაცვალების რაოდენობაც რეალურად არც არაფერ შუაში არ არის. ძალიან მარტივია კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის გაყალბება. როგორი წარმატებულიც არ უნდა ვიყოთ, ეს იმით არ აიხსნება, რომ ჩაკეტილები ვართ და ქვეყანაში ლოკდაუნია. ბევრი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია დავინახოთ, რომ რეალურად ჩაკეტვებს არანაირი შედეგი არ მოაქვს.

ანუ თქვენ არჩევდით, რომ პანდემიის პერიოდში შვედეთში გეცხოვრათ?

ზოგადად საქართველოში ცხოვრება მირჩევნია, მაგრამ ბოლო ორი თვის გატარებას შვედეთში ვარჩევდი. ეს არის შემთხვევა, როცა ხელისუფლება თავის მოსახლეობას უყურებს, როგორც თავისუფალ ადამიანებს. ამით შვედეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას უთხრა, ჩვენ თქვენ გენდობითო, თქვენ ტვინი და გონება გაქვთო.

სამწუხაროდ, შვედეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დიდია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.

თუ მათ შედეგს შევადარებთ მეზობელ ქვეყნებს, მაღალი რიცხვია, მაგრამ ევროპის ქვეყნებში, სადაც ლოკდაუნებია, მათთან შედარებით ძალიან დაბალი მონაცემები აქვთ. შვედეთის მთავრობამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომები, მოხუცებულთა თავშესაფარში შეეპარათ ვირუსი. გარდაცვლილი ადამიანების უდიდესი ნაწილი მათ ხარჯზე მოდის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ  ვირუსის დამარცხების მხოლოდ სამი გზა არსებობს, ვაქცინა ან წამალი, რომლებიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ვერ შეიქმნება და მესამე რეალისტური გამოსავალი არის, რომ გაჩნდეს ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, ეს ვირუსი ისე უნდა გადაიტანოს, როგორც უნდა გადავიტანოთ უდიდესი ინფექციების უმეტესობა იმისთვის, რომ ორგანიზმში ანტისხეულები გამოვიმუშაოთ. შვედეთში ახლა შეიძლება მსხვერპლი შედარებით მაღალი იყოს, მაგრამ შემოდგომაზე, როდესაც ბევრი ელოდება ვირუსის მეორე ტალღას, მათ ძალიან კარგი შედეგი ექნებათ. საქართველოს შედარება სხვა განვითარებულ ქვეყნებთან, რეალურად არ ღირს, რადგან ახლა შიმშილით დაიღუპებიან. სიღარიბე კლავს ადამიანებს, ვიდრე ნებისმიერი ინფექცია და ამას რეალურად არავინ აქცევს ყურადღებას.

 კორონავირუსის გამო სახლში ყოფნამ დადებითი რა მოგიტანათ?  

ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ პოლიტიკურ ...

ბავშვები უკეთ გავიცანი. არ მქონდა არასდროს იმის შესაძლებლობა, რომ მათთან დიდი დრო გამეტარებინა. ახლა ისინი სულ ჩემთან არიან და მართალია, მუშაობაში ხელს მიშლიან, მაგრამ მაინც მაგარია მათთან ურთიერთობა. საინტერესო ადამიანები არიან. სამი შვილი მყავს. ორი მათგანი პატარაა. ახლა იწყებენ ბევრ რამეზე ფიქრს და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება საინტერესოა.

კარანტინში ყოფნისას ბევრი დაუბრუნდა წიგნებს. თქვენ ხართ მათ რიცხვში?

რამდენიმე წელია, წიგნი არ წამიკითხავს. აუდიობუქებს ვუსმენ. სწრაფად მირჩევნია ინფორმაციის მიღება.

ფოტოგალერეა - მოზაიკა ...

ფილმებს რაც შეეხება?

ფილმებსაც დიდი დრო მიაქვს ხოლმე. ჩემი ფილმის ყურება მეუღლესთან ერთად ინტერნეტში რაიმე სერიალის ყურებით შემოიფარგლება. კორონას დროს ამ მიმართულებით განსაკუთრბულად არაფერი შეცვლილა.

არის ჩვევა, რომელსაც ფიქრობთ, რომ კორონავირუსი დაგიტოვებთ? მაგალითად, მისალმება, ხელის ხშირი დაბანა…

ხელებს მანამდეც ვიბანდი. პირბადის ტარება დიდად არ მსიამოვნებს და უბრალოდ ადამიანური ჩახუტებაც მომენატრა, ამიტომ არ მგონია, რომ კორონა რაიმე ჩვევას დამიტოვებს. ძველი ადამიანური ურთიერთობები ბევრად მომწონს.

შეიძლება ფეიქნიუსია, მაგრამ ამბობენ, მარიხუანა კორონავირუსს ეფექტიანად ებრძვისო. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

კვლევა ერთ ერთ პროვინციაში ჩატარდა. სამედიცინ მარიხუანაზეა საუბარი. მეცნიერები აბობენ,  ინფიცირების პროცესს ხელს უშლისო. ასევე ხელს უშლის კოვიდს, რომ ორგანიზმი დააზიანოს, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის. ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა,  ვიხუმრე კიდეც, რომ საქართველოსი შეიძლება კორონამ იმიტომ ვერ მოიკიდა ფეხი, რომ 2018 წელს მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა. რომ დამტკიცდეს, რომ სამედიცინო მარიხუანა ავტოიმუნურ დაავადებებს შველის, ძალიან სასაცილო იქნება.

მარიხუანის საჯაროდ დათესვის ...

    რამდენიმე წლის წინ „გირჩმა“ მარიხუანა პირდაპირ ეთერში დათესა

 

ტიკ ტოკის მოხმარება ძალიან აქტუალური გახდა, ბიძინა ივანიშვილიც კი ჩაერთო. თქვენც ხომ არ გეგმავთ?

სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ბერას ერთი ტიკ ტოკი მაქვს ნანახი და ივანიშვილის მონაწილეობითაც ვნახე. გულწრფელად გეტვით, როგორ მუშაობს არც ვიცი. „გირჩი“ ვიცი, რომ ჩაერთო ამ ამბავში და ვიდეო გადაიღო. ამ ყველაფერში არ მიმიღია მონაწილეობა. ზოგადად მე უფრო ფეისბუქის ადამიანი ვარ. ფეისბუქით ვცხოვრობ, შეიძლება ითქვას, და სხვა პლატფორმებზე ვერ გადავედი. ალბათ იმიტომ, რომ ფეისბუქი ყველაზე კარგად მაძლევს რაღაცეების გამოხატვის საშუალებას. თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება გავხდე ტიკ ტოკერიც.

საგანგებო მდგომარეობის დროს ბევრი დაუმეგობრდა სამზარეულოს. თქვენ ხართ მათ რიცხვში?

მე არა, მაგრამ ჩემი მეუღლე დაუმეგობრდა. ჩინურ სამზარეულოდან რამდენიმე ძალიან გემრილი კერძი მოამზადა.

იმედია, დელიკატესებს არ გულისხმობთ…

ჯერ ღამურებამდე არ მივსულვართ (იცინის). ეგზოტიკური ცხოველებისგან გაკეთებული არაფერი მიყვარს. ქათმის ხორციც კი არ მიყვარს. ტრადიციული ჩინური კერძები, რომელიც ხორცით არ მზადდება, ძალიან ბევრია და საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ისინი ძალიან მიყვარს.

 

ასევე ნახეთ:

კარანტინის დღეები: გიორგი მარგველაშვილი მთელ დღეებს დუშეთში ატარებს და ფიქრობს, რომ მსოფლიოში კვება უნდა გაკონტროლდეს

კარანტინის დღეები: ლადო კახაძის „ვეფხისტყაოსანი“ და „შესანიშნავი შვიდეული“

კარანტინის დღეები: გუგული მაღრაძე ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს და “სამეფო კარის თამაშებს” უყურებს

კარანტინის დღეები: ენძელა მაჭავარიანი ფეისბუქს დაუმეგობრდა და ადრე მოწონებულ წიგნებს კითხულობს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები