LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაპრიზული ბავშვები სხვებზე სწრაფად აღწევენ წარმატებას – ახალი კვლევის შედეგები

3395
child

ჭირვეული ბავშვი, რომელიც არასდროს ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაჯიუტებას და ისტერიკის მოწყობას, მშობლების ნამდვილი თავის ტკივილია, რომლებიც იძულებული არიან, მის ნაცვლად იმართლონ თავი და მუდმივად იხადონ ბოდიში. თუ თქვენთვისაც ნაცნობია მსგავსი სიტუაცია, გულს ნუ გაიტეხთ, რადგან მეცნიერების მტკიცებით, კაპრიზული ბავშვები სხვებზე სწრაფად აღწევენ წარმატებას.

ურჩობა – გზა წარმატებისკენ! –  სულ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვის სიჯიუტეს ადრეულ ასაკში, აუცილებლად დიდი წარმატება მოაქვს ზრდასრულ ასაკში. მეცნიერებმა, მეტად ორიგინალური ექსპერიმენტი ჩაატარეს და ჯერ 12 წლის ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ინტელექტი და ქცევა, უყურადღებობა, პესიმიზმისკენ და წესების დარღვევისკენ მიდრეკილება შეისწავლეს, 30 წლის შემდეგ, მათი მიღწევებით დაინტერესებულებმა კი, ყველასთვის მოულოდნელი კარიერული წინსვლა და მაღალი შემოსავალი აღნიშნეს.

როგორც აღმოჩნდა, ურჩ ბავშვს, რომლის მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია, სიჯიუტე საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში ეხმარება. ასე რომ, ბავშვის თავნებობა, რომელიც ახლა საშინლად გაღიზიანებთ, სინამდვილეში მისი უზრუნველყოფილი მომავლის მთავარი გარანტორია.

ინტერესები – წიგნის „ყველაზე ბედნიერი ბავშვი“ ავტორის, დოქტორ ჰარვი კარპის აზრით, მცირეწლოვანი ბავშვის ისტერიკა მის იმედგაცრუებაზე მიანიშნებს, რადგან პატარა, რომლისთვისაც უცხოა ქცევის უნარები და პრობლემების გადაჭრის მეთოდები, სწორედ ასე გამოხატავს საკუთარ უკმაყოფილებას.

დოქტორ კარპის მტკიცებით, მორიგი ისტერიკის დროს მშობლებმა აუცილებლად სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და რამდენჯერმე ხმამაღლა გაიმეორონ ბავშვის თხოვნა (მოთხოვნა), რათა დაარწმუნონ, რომ ყურადღებით უსმენენ და პატარაც სწრაფად დამშვიდდება. მერე კი, აუხსნან უარის მიზეზი, რამაც ისტერიკა გამოიწვია. არასდროს სცადოთ ბავშვთან კამათი, როცა ის ტირის ან ყვირის, მოითმინეთ და აგრძნობინეთ, რომ კარგად გესმით მისი, არ დათმოთ საკუთარი პოზიცია და  ერთ დღეს აუცილებლად აგინაზღაურდებათ მოთმინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები