LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონმდებლობაში დატოვებულია ხარვეზი, იმისათვის, რომ უკანონო მოსმენები აწარმოონ, სავარაუდოდ, სწორედ ამ სისტემის ნაწილია მოსამართლეები: ჯაფარიძე

65
ბადრი-ჯაფარიძე

“საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, სადაც ყველაფერია შექმნილი იმისათვის, რომ დატოვებული იყოს ღრიჭო კანონმდებლობაში, რომელსა, სავარაუდოდ, სუს-ი იყენებს.” – აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი უკანონო ჩანაწერებზე საუბრის დროს და იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილესთან შეხვედრაზე განიხილეს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, 3 წელია საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი სახალხო დამცველის საჩივარზე, რომელიც კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზს უკავშირდება და რომელსაც, მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლები იყენებენ, რაც ხელს უწყობს მიყურადების მასშტაბურ ხასიათს:

“სახალხო დამცველის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენ განვსაზღვრეთ ნაბიჯების თანმიმდევრობა, ასევე ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ 3 წელია საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი სახალხო დამცველის საჩივარზე, რომელსაც 360 ადამიანი შეუერთდა და ეს ეხება ხარვეზს, რომელიც არის კანონმდებლობაში და იყენებენ როგორც ჩანს, სუს-ის თანამშრომლები და ეს ხელს უწყობს მიყურადების მასშტაბურ ხასიათს.

ასე რომ, აქ ჩვენ საქმე გვაქვს სისტემური ხასიათის პრობლემასთან. როგორც ჩანს, კანონმდებლობაში ეს ღრიჭო, ხარვეზი დატოვებული იქნა იმისათვის, რომ უკანონო მოსმენები აწარმოონ და სწორედ ამ სისტემის ნაწილი არიან ის მოსამართლეები სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლებიც აჭიანურებენ გადაწყვეტილების გამოტანას. საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, სადაც ყველაფერია შექმნილი იმისთვის, რომ დატოვებული იყოს ღრიჭო კანონმდებლობაში, რომელსაც იყენებს სავარაუდოდ სუს-ი.” – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადებისა და მოსმენის ამსახველი ფაილები გავრცელდა.  ჩანაწერები მოიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, მათთან დაკავშირებულ პირებზე. ჩანაწერების მიხედვით, ასევე უსმენდნენ ჟურნალისტებსაც.