LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და მთავარი ტრიუმფატორები (ფოტო)

156

კანის რიგით 71-ე კინოფესტივალის მთავარი კულმინაცია დაჯილდოების ცერემონია  გახდა. ფესტივალის ჟიურიმ, ქეით ბლანშეტის ხელმძღვანელობით, საზეიმოდ გამოავლინა გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში. წელს კი ფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ იაპონელი რეჟისორის, ჰიროკაძუ კორეედას ფილმს „მაღაზიის ქურდები“ გადაეცა. ქალის საუკეთესო როლისთვის კანის კინოფესტივალის პრიზი ყაზახმა მსახიობმა, სამალ ესლიამოვამ მიიღო ფილმში „აიკა“ შესრულებული როლისთვის. მამაკაცის როლის საუკეთეოს შერულებისთვის კი პრიზი იტალიელ მსახიობს, მარჩელო ფონტეს გადაეცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესო რეჟისორად, პაველ პავლიკოვსკი დასახელდა ფილმისთვის „ცივი ომი“. ჟიურის გრან-პრის მფლობელი სპაიკ ლი გახდა, ხოლო სპეციალური „ოქროს პალმის რტო“ ჟან ლუკ გოდარს გადასცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები